Tuesday, January 15, 2013

ორთვიანი რეზიდენცია ლაიფციგის საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამაში LIA.














გეოეარი და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია აცხადებს კონკურსს სამხატვრო აკადემიის სახელოვნებო სამაგისტრო პროგრამების  სტუდენტებისთვის, ლაიფციგის სახელოვნებო საერთაშორისო პროგრამაში (LIA-p (Leipzig International Art Programme))მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გულისხმობს ორთვიან რეზიდენციას (აგვისტო–სექტემბერი 2013) სახელოვნებო ცენტრ Spinnerei–ში (ლეიფციგი), სადაც მდებარეობს ბევრი ცნობილი გალერეა და ცნობილი ხელოვანის სახელოსნო, სახელოვნებო გამომცემლობები და სახელოვნებო მაღაზიები, კინოთეატრი და კაფე, ასევე რეზიდენციები და მათ შორის LIA-p–იც.

Spinnerei–ში (ყოფილი ბამბის სართავი ქარხანა) წელიწადში 3–ჯერ ტარდება ე.წ. ღია კარის დღე (Spinnerei Rundgang), რის გამოც ლაიპციგი ექცევა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. ამ ტერიტორიაზე მომუშავე ყველა ხელოვანი აღებს თავის სახელოსნოს დამთვალიერებელისთვის და გამოფენს თავის ნამუშევრებს, გალერეებიც განსაკუთრებულად ემზადებიან ამ დღისთვის. ერთ–ერთი ასეთი ღია კარის დღე არის სექტემბერში. აკადემიის მიერ შერჩეულ სტუდენტს საშუალება მიეცემა მონაწილეობა მიიღოს ამ ღონისძიებაში და მრავალრიცხოვან მაყურებელს წარუდგინოს თავისი ნამუშევრები.

(ინფორმაცია სახელოვნებო ცენტრ Spinnerei–ს შესახებ იხილეთ www.spinnerei.de
ინფორმაცია
LIA-p–ს შესახებ იხილეთ www.liap.eu )

სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ თავიანთი პორტფოლიოები 2013 წლის 1 მაისამდე. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ფაკულტეტის სტუდენტს (ხელოვნებათმცოდნეების გარდა).   რეზიდენცია ორიენტირებულია თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაზე, შესაბამისად, ნებისმიერი სპეციალობის სტუდენტის პორტფოლიო უნდა შეიცავდეს ნამუშევრებს ამ მიმართულებით.
გამარჯვებული გამოვლინდება მაისის ბოლოს.

პროექტის ფარგლებში სამხატვრო აკადემია დააფინანსებს:  მგზავრობის  ღირებულებას (საქართველოდან გერმანიამდე და გერმანიიდან საქართველომდე, აგრეთვე, მგზავრობას გერმანიაში შიდა ტრანსპორტით), მასალის თანხას (350 ევრო თვეში), დღიურ ანაზღაურებას (350 ევრო თვეში), სახელოსნო/ საცხოვრებლის ქირას (83 კვმ).

საკონტაქტო პირი – სოფო ლაპიაშვილი –  infogeoair@gmail.com 
მობ: 599511489

No comments: